,,შაბათის სკოლის'' მე-6 კლასის III მოდულის შემაჯამებელი წერის პირველადი შედეგები და ტესტები სწორი პასუხებით!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, 


„შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტი სწორი პასუხებით და პირველადი შედეგები იხილეთ აქ: 


ტესტები


პირველადი შედეგები


პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 2 და 3 ივლისს, 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე:

 saapelatsiokomisia@gmail.com. 


საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 ივლისს, 18 საათამდე. 


,,შაბათის სკოლის'' მე-6 კლასის  III მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).


აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).


 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784